Saturday, 18 March 2017

პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია !                                         
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გამოიკვლიონ რამდენად პოპულარულია და მნიშვნელოვანი ცხოვრების ჯანსაღი წესი მათ გარშემო, ყოველდღიურ ცხოვრებაში, თვითონაც გაუჩნდეთ ინტერესი და სხვებიც დააინტერესონ.
პროექტის აქტუალობა: აუცილებელია ახალგაზრდობას დავეხმაროთ სხვადასხვა ღონისძიებებით, რათა მათ მომავალში გააკეთონ სწორი არჩევანი, არასასურველსა და მისაღებს შორის.
პროექტის მიზნები:  შევაჩვიოთ და დავარწმუნოთ მომავალი თაობა თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მონაწილეთა ასაკი:    13 , 14  წელი.
ვადები / ხანგრძლივობა :  3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას : 
1. კედლის გაზეთის შექმნა.
2. წიგნებიდან და ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება .
3. სოციოლოგიური გამოკითხვა და მისი შედეგები.
4. ჩატარდება შიდა საკოლო ტურნირი მინი ფეხბურთში (ვაჟებში).
5. შეჯიბრს მძლეოსნობაში, რბენა 60 მეტრზე (გოგონებში).
6. შევქმნით ბუკლეტებს და დავარიგებთ როგორც სკოლაში, ასევე მოსახლეობაში.      
7. გადავიღებთ ვიდეო და ფოტო მასალას და ავტვირთავთ ბლოგზე.
8. მოვაწყობთ ლაშქრობას ძალისის ნაქალაქარში.
9. პროექტის ბოლო ეტაპი იქნება PP პრეზენტაცია, თემიდან გამომდინარე და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
პროექტისტვის საჭირო ძირითადი რესურსები : კედლის გაზეთისთვის ფორმატი,ფერადი ფანქრები, მოძიებული ინფორმაცია წიგნებიდან და ინტერნეტიდან. კითხვები სოციოლოგიური კვლევისთვის თაბახის ფურცლები და ფერადი ფურცლები ბუკლეტებისთვის. მინიფეხბურთის მატჩებისთვის ბურთი, სასტვენი, ფორმა, მოედანი, ტელეფონი ვიდეო და ფოტო მასალის გადასაღებსდ. ინტერნეტი, კომპიუტერი, PowerPoint - ი,Word-ი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები) :
კლასაების მიხედვით შედგება პროექტზე მომუშავე მოსწავლეების ჯგუფები:
1. VII – კლასის ჯგუფი.
2. VIII – კლასის ჯგუფი.
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს წიგნებიდან და ინტერნეტიდან კედლის გაზეთისთვის რომლის თემა იქნება ,,რა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის".


შევადგენთ კითხვარს სოციოლოგიური კვლევისთვის და მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას და დაარიგებენ წინასწარ შექმნილ ბუკლეტებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
მოვაწყობ შიდასასკოლო ტურნირს მინი ფეხბურთში (ვაჟებში) გამარჯვებულ გუნდებს გადავცემთ სიგელებს. ასევე მეწყობა შეჯიბრი რბენაში 60 მეტრზე (გოგონებში).
დავგეგმავთ და მოვაწყობთ ლაშქრობას სოფელ ძალისის ისტორიულ ნაქალაქარში სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. ჩატარებულ სამუშაოებს და ღონისძიებებს გადავიღებთ ფოტოებზე და ვიდეოზე. გავაკეთებთ პრეზენტაციას, პროექტის თემიდან გამომდინარე.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  სპორტი , ი.ს.ტ -ი , ბიოლოგია , გეოგრაფია,
ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) :
 თამარ ხვთისიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :  tamarkhvtisiashvili21@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი :  http://tamarkhvtisiashvili83.blogspot.com/






დავიცვათ სწორი კვების რეჟიმი
უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე.

No comments:

Post a Comment