Saturday, 18 March 2017

პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია !                                         
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გამოიკვლიონ რამდენად პოპულარულია და მნიშვნელოვანი ცხოვრების ჯანსაღი წესი მათ გარშემო, ყოველდღიურ ცხოვრებაში, თვითონაც გაუჩნდეთ ინტერესი და სხვებიც დააინტერესონ.
პროექტის აქტუალობა: აუცილებელია ახალგაზრდობას დავეხმაროთ სხვადასხვა ღონისძიებებით, რათა მათ მომავალში გააკეთონ სწორი არჩევანი, არასასურველსა და მისაღებს შორის.
პროექტის მიზნები:  შევაჩვიოთ და დავარწმუნოთ მომავალი თაობა თუ, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის ფორმირება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მონაწილეთა ასაკი:    13 , 14  წელი.
ვადები / ხანგრძლივობა :  3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება  შეიქმნას : 
1. კედლის გაზეთის შექმნა.
2. წიგნებიდან და ინტერნეტიდან ინფორმაციის მოძიება .
3. სოციოლოგიური გამოკითხვა და მისი შედეგები.
4. ჩატარდება შიდა საკოლო ტურნირი მინი ფეხბურთში (ვაჟებში).
5. შეჯიბრს მძლეოსნობაში, რბენა 60 მეტრზე (გოგონებში).
6. შევქმნით ბუკლეტებს და დავარიგებთ როგორც სკოლაში, ასევე მოსახლეობაში.      
7. გადავიღებთ ვიდეო და ფოტო მასალას და ავტვირთავთ ბლოგზე.
8. მოვაწყობთ ლაშქრობას ძალისის ნაქალაქარში.
9. პროექტის ბოლო ეტაპი იქნება PP პრეზენტაცია, თემიდან გამომდინარე და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ.
პროექტისტვის საჭირო ძირითადი რესურსები : კედლის გაზეთისთვის ფორმატი,ფერადი ფანქრები, მოძიებული ინფორმაცია წიგნებიდან და ინტერნეტიდან. კითხვები სოციოლოგიური კვლევისთვის თაბახის ფურცლები და ფერადი ფურცლები ბუკლეტებისთვის. მინიფეხბურთის მატჩებისთვის ბურთი, სასტვენი, ფორმა, მოედანი, ტელეფონი ვიდეო და ფოტო მასალის გადასაღებსდ. ინტერნეტი, კომპიუტერი, PowerPoint - ი,Word-ი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები) :
კლასაების მიხედვით შედგება პროექტზე მომუშავე მოსწავლეების ჯგუფები:
1. VII – კლასის ჯგუფი.
2. VIII – კლასის ჯგუფი.
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს წიგნებიდან და ინტერნეტიდან კედლის გაზეთისთვის რომლის თემა იქნება ,,რა არის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის".


შევადგენთ კითხვარს სოციოლოგიური კვლევისთვის და მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას და დაარიგებენ წინასწარ შექმნილ ბუკლეტებს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.
მოვაწყობ შიდასასკოლო ტურნირს მინი ფეხბურთში (ვაჟებში) გამარჯვებულ გუნდებს გადავცემთ სიგელებს. ასევე მეწყობა შეჯიბრი რბენაში 60 მეტრზე (გოგონებში).
დავგეგმავთ და მოვაწყობთ ლაშქრობას სოფელ ძალისის ისტორიულ ნაქალაქარში სადაც დღემდე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. ჩატარებულ სამუშაოებს და ღონისძიებებს გადავიღებთ ფოტოებზე და ვიდეოზე. გავაკეთებთ პრეზენტაციას, პროექტის თემიდან გამომდინარე.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  სპორტი , ი.ს.ტ -ი , ბიოლოგია , გეოგრაფია,
ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ) :
 თამარ ხვთისიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :  tamarkhvtisiashvili21@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი :  http://tamarkhvtisiashvili83.blogspot.com/






დავიცვათ სწორი კვების რეჟიმი
უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე.

Wednesday, 15 March 2017

კალათბურთის ისტორია

                                                   კალათბურთი


კალათბურთი არის გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი მონაწილეობს, თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით, ორგანიზებული წესების დაცვით.




                                  კალათბურთის ისტორია




1891 წლის დეკემბერში ჯეიმს ნეისმიტი ფიზიკური ტანვარჯიშის პროფესიონალი მწვრთნელი მუშაობდა კანადის კერძოდ ახალი ინგლისის(კანადის რეგიონი) ტანვარჯიშის გიმნაზიაში, ის იცდილობდა შეენარჩუნებინა მისი დარბაზის აქტიოვბა ცივი ზამთრის დროს,ფიქრობდა როგორ ევარჯიშა მის მოსწავლეებს ისე ხტომაში რომ თან ამის ხალისი ჰქონოდათ,მან დარბაზის შემოსასვლელში ჩამოკიდა ატმის ხისგან დამზადებული კალათი სადაც მოსწავლეები ნახტომით ბურთს აგდებდნენ. თავიდან კალათბურთის ბურთი იყო შავი და ბევრად უფრო მძიმე ვიდრე ახლაა, მისი ფორმა და ზომა ბერჯერ შეიცვალა ხოლო დღევანდელი ფორმა მიიღო მას შემდეგ რაც ტონი ჰენკელმა შეიმუშავა სპეცილური ზომა და ფორმები კალათბურთის  დრიბლინგისთვის(ბურთის ტარება),ნელ-ნელა დრიბლინგი კალათბურთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა ალაგებდნენ ბურთებს და აგროვებდნენ ქულებს. ტონი ჰენკელი კალათბურთის მრავალი წესის შემქმნელია, მაგალითად ის მიხვდა რომ ფარს უკან სჭირდებოდა ”შიტი” რადგან მოთამაშეებს მოეხსნათ ბურთი , მან შემოიღო გარბენის წესი და ასევე მრავალი სხვა(ჰენკელის დროს 3 წამინი არ იყო და არც 3 ქულიანი სროლის ხაზი),ამ წესების შემოღების შემდეგ კი მან გამოიგონა თამაში რომელსაც ”კალათ ბურთი” უწოდა.
პირველი ოფიციალური თამაში ჩატარდა ნიუ იორკში YMCA -ს გიმნაზიაში 1892 წლის 20 იანვარს რომელშიც მონაწილეობას 9 მოთამაშე იღებდა ,ეს თამაში დამთავრდა ანგარიშით 1-0 , ერთადერთი ბურთი იყო ნასროლი 7.6 მეტრის სიშორიდან,თან ყველა სროლა იყო 1 ქულიანი. იმ დროისთვის მოთამაშეებს არ ჰქონდათ სროლის ტექნიკა და არანაირი სტრატეგია ისინი უბრალოდ ისროდნენ ბურთს.
ნელ-ნელა კალათბურთი ვითარდება იქმნებოდა სხვადასხვა წესები და ყალიბდებოდა სხვადასხვა ასოციაციები როგორც კოლეჯის ისე პროფესიონალური. ჯეიმს ნეისმიტი პირველი კალათის შემქმნელი და შემდგომ პროფესიონალი მწვთნელი ქმნიდა სხვადასხვა გუნდებს კოლეჯში რომელთაც გზა ეხსნებოდათ დიდი კალათბურთისკენ.



კალათბურთის მოედანი


კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15 მ. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები (კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ ან 120X80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის კალათბურთის ფარი და სამოყვარულო კალათბურთის ფარი, რომლის ზომებიც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა.

Tuesday, 14 March 2017

ავტობიოგრაფია


                               
                                                      

     მე, თამარ შოთას ასული ხვთისიაშვილი , დავიბადე მცხეთის რაიონ სოფელ მუხრანში 1983 წლის 21 ივლისს. ვარ დასაოჯახებელი , მყავს ორი ძმა გიორგი ხვთისიაშვილი და დავით ხვთისიაშვილი.2000 წელს დავამთავრე მუხრანის N1 საჯარო სკოლა,იმავეწელს ჩავირიცხე სპორტის აკადემიაში,სპორტის მედიცინის ფაკულტეტზე,რომელიც დავამთავრე 2005 წელს. ვმუშაობ სსიპ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის  (ბურის) სახელობის  N1 საჯარო სკოლის II კორპუსში.

სწორად კვების ოქროს წესები

                            

კარგი ფორმის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანია დაიცვათ უბრალო და გასაგები წესები, რომელთაც თქვენი გრაფიკის, კვების რაციონისა და კულტურის თავისებურად გადაწყობა შეუძლია. ადამიანის ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი განმპიროებებელი ფაქტორი სწორი და დაბალანსებული კვებაა. ჩვენ მიერ მოხმარებული პროდუქტები ორგანიზმს ამარაგებს ორგანოების მუშაობისთვის აუცილებელი ნივთიერებებით და ასევე ენერგიით, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ სიფხიზლის, არამედ ძილის დროსაც კი ვხარჯავთ.

რაც უფრო ახალია პროდუქტები, რომელსაც მივირთმევთ, მით უფრო აქტიურია, ცოცხალია მათში ვიტამინები. საკვებიესაა საწვავი, რომელსაც ჩვენი სხეული ჰორმონებში, ფერმენტებსა და ცვლის პროცესების რეგულაციისთვის აუცილებელ ელემენტებში ამუშავებს. ნივთიერებათა ცვლაადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის უმთავრესი მექანიზმიპირდაპირაა დამოკიდებული მიღებულ საკვებზე. და .კარგად გააცნობიერეთ საკითხის მნიშვნელობა?
ვჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა
ყველაზე სწორ გრაფიკად მიჩნეულია არა სამჯერადი, არამედ ოთხჯერადი ან ხუთჯერადი კვება. შუალედებში კი შეგიძლიათ ხილიც მიირთვათ და არა ნამცხვრები და კანფეტები. რამდენიმე ხილის ერთად მირთმევა შეიძლება საჭმლის ჭამადაც მივიჩნიოთ. გახსოვდეთ, საკვების მიღება არ არის აუცილებლად რაიმე ორთქლადენილი თეფშიდან. საკვები შეიძლება იყოს რამდენიმე.                                                         შევამციროთ პორციები
გონივრულია პორციების შემცირება, რათა კუჭი პირველი, მეორე და მესამე თავი კერძებით, პლუს კიდევ კომპოტით არ გადატვირთოთ. გახსოვდეთ, რომ კუჭის ნორმალური, ბუნებრივი ტევადობა 250 მლ-ია, ეს კი ერთ ჭიქაზე ცოტათი მეტია. გონებით ჩადეთ საჭმელი, რომლის მირთმევასაც აპირებთ, 250 მლ-იან ფინჯანში და ეცადეთ ამ რაოდენობის საკვები მიირთვათ.
პორციები შეგიძლიათ ნელ-ნელა შეამციროთ, მთავარია, ეს პროცესი დაიწყოთ.ზედიზედ შეჭმული ვაშლიც.